ENGLISH
 

23.03.2020   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით აჩერებს

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს დროებით, ორი თვის ვადით აჩერებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ორი თვის ვადით  ჩერდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად/ფილიალად, სესხის გამცემ სუბიექტად/ფილიალად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად საკრედიტო კავშირად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, სპეციალიზირებულ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად რეგისტრაციის, ლიცენზირების, ნებართვების, ავტორიზაციის/აღიარების მისაღებად განცხადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას.

#დარჩისახლში

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service