ENGLISH
 

16.03.2020   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სპეციალურ ღონისძიებებს მიმართავს

მსოფლიოსა და საქართველოს  ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი 16 მარტიდან, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 50 პროცენტი დისტანციურად ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

იმავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ეროვნული ბანკის როგორც ცენტრალური და დამხმარე ოფისების, ისე საკასო ცენტრის სადეზინფექციო წესით დამუშავების პროცედურა.

როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.

ამ პერიოდში, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებ პლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტის მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.

ასევე, 1-ლი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge

 

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service