ENGLISH
 

25.02.2020   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 519.79 მლნ ლარით, ანუ 1.10 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.86 პროცენტით) და 2020 წლის პირველი თებერვლისათვის 46.66 მლრდ ლარი  შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.54 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: 


<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service