ENGLISH
 

18.02.2020   ბეჭდვა
კონკურსი საკოლექციო მონეტის დიზაინზე

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  -  „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს. აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით  მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის.

2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები" პირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება.

ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

 

საკოლექციო დანიშნულების ფულის ნიშნების გამოსაშვებად დამტკიცებული თემები
შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service