ENGLISH
 

14.01.2020   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2020 წლის 14 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 157 348 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.130 პროცნეტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.082 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service