ENGLISH
 

31.12.2019   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას ახალი რეპორტები დაემატა

მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა (Business Intelligence, ე.წ. BI) შექმნა.

BI მოიცავს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, აპლიკაციებს და მეთოდოლოგიას, რამაც საშუალება მისცა ეროვნულ ბანკს  შეგროვებულ დეტალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაემდიდრებინა ინტერაქტიული სტატისტიკის გვერდი მრავალფეროვანი ჭრილებით წარმოდგენილი რეპორტების სახით, რაც თავდაპირველად მოიცავდა მხოლოდ სესხებისა და დეპოზიტების კატეგორიებს.

დღეიდან სესხებისა და დეპოზიტების უკვე არსებულ კატეგორიებს დაემატება ფინანსური ბაზრების, საგარეო სექტორისა და მონეტარული და ფინანსური სტატისტიკის კატეგორიები. აგრეთვე რამდენიმე ახალი ინტერაქტიული რეპორტი. კერძოდ, დეპოზიტური კორპორაციების სექტორულ ბალანსებზე დაყრდნობით შედგა ანალიტიკური მიმოხილვები. ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მოცულობისა და საპროცენტო განაკვეთების, სავალუტო ბაზრის მოცულობის, ოფიციალური გაცვლითი კურსების, საბანკო სექტორის ლიკვიდობის, საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ოპერაციების სხვადასხვა ჭრილში წარმოდგენა და მონაცემთა სასურველი ფილტრაცია უკვე ხელმისაწვდომია საქართვლოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის გვერდის მომხმარებლისათვის, შემდეგ ბმულზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=715&lng=geo.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გეგმავს მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის პლატფორმაზე წარმოდგენილ მონაცემთა სპექტრის გაფართოებას.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service