ENGLISH
 

27.11.2019   ბეჭდვა
კობა გვენეტაძემ ზურაბ ჟვანიას ოჯახს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა

კობა გვენეტაძემ დღეს ეროვნულ ბანკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ ჟვანიას უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს საჩუქრად გადასცა სებ-ის ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - შეგახსენებთ, რომ მონეტის რევერსზე სწორედ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზაა დატანილი.

კობა გვენეტაძის თქმით, "ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზურაბ ჟვანიას როლი კი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია".

აღსანიშნავია, რომ დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service