2019 წლის 26 ნოემბერს
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური
ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი
ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა
ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 153 500 000
ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.37 პროცენტით,
მაქსიმალური 9.790 პროცენტით, ხოლო
საშუალო შეწონილი 9.461 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური
საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება
წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.