ENGLISH
 

22.10.2019   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას იწყებს. აღნიშნულის მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

პირველი კვლევითი ნაშრომი "არაწრფივი დინამიკური მოდელების ამოხსნა (უფრო) ეფექტიანად: მონეტარული პოლიტიკის მაგალითზე" მომზადდა სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლებისა და Douglas Laxton-ის (პროფესორი, ეკონომიკის სკოლა NOVA; დირექტორი, Saddle Point Research და The Better Policy Project) მიერ. კვლევაში წარმოდგენილია არაწრფივი დინამიკური მოდელების ამოხსნის ორი ახალი მიდგომა, რომელიც მოდელების ამოხსნას უფრო ეფექტიანად და ზუსტად ახდენს. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევაში ასევე წარმოდგენილია მიდგომა, თუ როგორ განვახორციელოთ არაწრფივი კალმანის ფილტრი ისტორიაში არაწრფივი ეპიზოდების ახსნისათვის. ეს, ჩვენი აზრით, ამ კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს არაწრფივი მოდელების მიმზიდველობა პოლიტიკის გამტარებელი და კვლევითი ინსტიტუტების ყოველდღიურ საქმიანობაში.

კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service