ENGLISH
 

20.09.2019   ბეჭდვა
ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სემინარს უმასპინძლა

17-19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკის მხარდაჭერით, "ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის" სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტი, აუდიტის პროფესიონალთა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი რობერტ კორნელისი უძღვებოდა, განიხილეს ინფორმაციული ტექნოლოგების აუდიტთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და თანამედროვე მეთოდები, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგია და მართვა, ბიზნეს უწყვეტობისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორებთან ერთად, სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საფინანსო სექტორის შიდა აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტებმა. შეხვედრის მონაწილეებისათვის პრეზენტაციები ასევე გამართა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის წამყვანმა შიდა აუდიტორმა, ლისეტ მულდერმა.

"საგულისხმოა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მნიშვნელობა იზრდება თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ტენდენციების კვალდაკვალ, რადგან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის, ფაქტობრივად, ყველა სფერო სწორედ ინფორმაციულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service