ENGLISH
 

10.09.2019   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2019 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 110 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.150 პროცენტით, მაქსიმალური 7.510 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.414 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service