ENGLISH
 

10.09.2019   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2019 წლის 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 74 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით,  მაქსიმალური 7.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.021 პროცენტით განისაზღვრა.

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service