ENGLISH
 

28.08.2019   ბეჭდვა
კომენტარი

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას. ჩვენი მთავარი აქცენტი ზუსტად ამაზეა ორიენტირებული და სების მიერ გატარებული ზომები სწორედ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა მიმართული.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლების გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები იქნებოდა, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, მიმდინარე ანგარიში, რომელიც ლარის კურსის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია, იმაზე გაცილებით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით.

როგორც იცით, მომდევნო კვირას, 4 სექტემბერს, დაგეგმილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. განვიხილავთ ყველა ფაქტორს ერთობლიობაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რაგბის მონეტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service