ENGLISH
 

13.08.2019   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2019 წლის 13 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 102 045 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.700 პროცენტით, მაქსიმალური 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.743 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service