ENGLISH
 

02.08.2019   ბეჭდვა
ეროვნულ ბანკს მონღოლეთის საფინანსო სექტორის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის დანერგვისა და ოპერირების გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მონღოლეთის საფინანსო სექტორის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.  

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მონღოლეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, შედიოდნენ: მონღოლეთის ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ფასიანი ქაღალდების კომისიის, ცენტრალური დეპოზიტარისა და საკლირინგო სახლის წარმომადგენლები.

2018 წლის 3 დეკემბრიდან ეროვნულ ბანკში საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System - GSSS) ამოქმედდა. GSSS სისტემა არის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ერთიანი, ინტეგრირებული, მაღალტექნოლოგიური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების უსაფრთხო შენახვასა და მომენტალურ ანგარიშსწორებას.

GSSS სისტემაში ჩართულია ფინანსური ბაზრის ყველა ძირითადი მონაწილე: ეროვნული ბანკი, საქართველოს  ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, კომერციული ბანკები და ბროკერები. სისტემა ინტეგრირებულია ბლუმბერგისა და საფონდო ბირჟის  სავაჭრო პლატფორმებთან, რომლებიც ბაზრის მონაწილეებს აღნიშნულ სისტემებში ფასიანი ქაღალდების ოპერაციების ავტომატიზაციის საშუალებას აძლევთ.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service