ENGLISH
 

06.06.2019   ბეჭდვა
ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების ნომინაციაში საქართველოს ეროვნული ბანკი წელსაც ლიდერია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაზე - GITI 2019, "ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილების" ნომინაციაში გაიმარჯვა და უკვე მეოთხედ ლიდერის პოზიციას იკავებს.

"ყველაზე ინოვაციური ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება", საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმატებულად განხორცილებული პროექტის "პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის ინფრასტრუქტურის" გამო მიენიჭა, რომლის მთავარი მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ბიზნეს უწყვეტობის პროცესების გაუმჯობესებაა.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2012 წლიდან არის ჩართული კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონულ კონფერენციაში. ეროვნულ ბანკს მოპოვებული აქვს გამარჯვებები შემდეგ ნომინაციებში: "ყველაზე წარმატებული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება" (2012; 2014; 2015), "საუკეთესო IT მენეჯმენტი" (2012; 2014), "ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისი", "ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი";

კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების კონფერენცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.


<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service