ENGLISH
 

06.06.2019   ბეჭდვა
გამოვიდა ჟურნალ "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის, სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის "ეკონომიკა და საბანკო საქმის" მორიგი ნომერი. გამოცემაში მკითხველს სხვა მასალებთან ერთად შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სტატიებს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა:
  • კორპორაციული მართვა და მისი მნიშვნელობა
  • როგორ განვახორციელოთ დე-დოლარიზაცია: ლიტერატურის მიმოხილვა
  • კავშირგაბმულობის დარგის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - შეფასება ლეონტიევის "ნედლეული-გამოშვების" (IO) მოდელის მიხედვით
  • გაცვლითი კურსის რისკის შეფასება VAR მოდელით საქართველოს საბანკო სექტორის მაგალითზე
  • დე-დოლარიზაციის საერთაშორისო გამოცდილება

ჟურნალის ელექტრონული ნომრის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://nbg.gov.ge/index.php?m=618 და ბლოგზე - http://nbg.gov.ge/bankjournal/

ჟურნალი "ეკონომიკა და საბანკო საქმე" საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალია, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის და რომლის მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ჟურნალი ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. გამოცემა ასევე დიდ დახმარებას უწევს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service