ENGLISH
 

23.04.2019   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2019 წლის 23 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 71 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.100%–ით, მაქსიმალური 7.150%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133 %–ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service