ENGLISH
 

16.04.2019   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2019 წლის 16 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.429 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service