ENGLISH
 

08.04.2019   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2019 წლის 8 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.580 პროცენტით, მაქსიმალური 6.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.655 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service