ENGLISH
 

26.03.2019   ბეჭდვა
კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების პირველადი არასრული მონაცემები გაუზიარა, რომლის დინამიკაც სებ-ის მოლოდინებთან შესაბამისია.  

კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული  ბანკი აგრძელებს დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ცვლილებებს ისე, რომ რეგულაციების ძირითადი პრინციპები შენარჩუნებული იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საცალო დაკრედიტების რეგულირება მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ საცალო დაკრედიტების რეგულირება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხორციელდება.  ანალოგიური ტიპის რეგულაცია ბოლო პერიოდში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაინერგა - ლიეტუვაში, უნგრეთში, შვედეთში, დანიაში, ჩეხეთში, ესტონეთში და სხვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service