ENGLISH
 

14.12.2018   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები ნოემბერში

2018 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მლნ აშშ დოლარი (358.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.3 პროცენტი მოდიოდა.

 

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

ნოემბერი, 2018

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ნოემბერი, 2017

ნოემბერი, 2018

სულ  

133.1

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

47.79

31.50

35.91

მათ შორის:

 

 

 

იტალია

16.49

10.53

12.39

საბერძნეთი

14.62

10.21

10.99

გერმანია

3.58

2.58

2.69

ესპანეთი

3.20

2.67

2.40

პოლონეთი

2.22

0.40

1.67

საფრანგეთი

1.72

1.28

1.29

გაერთიანებული სამეფო

1.33

1.11

1.00

კვიპროსი

1.15

0.54

0.87

დანარჩენი ქვეყნები, სულ

85.29

68.50

64.09

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

37.79

32.06

28.40

აშშ

13.07

9.46

9.82

ისრაელი

13.02

9.38

9.79

თურქეთი

7.56

7.79

5.68

უკრაინა

2.64

2.04

1.98

აზერბაიჯანი

1.97

1.28

1.48

ყირგიზეთი

1.71

0.19

1.28

ყაზახეთი

1.31

0.91

0.98

კანადა

1.23

0.84

0.92

 

2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მლნ აშშ დოლარი (53.10 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მლნ აშშ დოლარისა (53.08 მლნ ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xlsx

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service