ENGLISH
 

15.11.2018   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები ოქტომბერში

2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.5 პროცენტი მოდიოდა.

 

 

  ფულადი
გზავნილების
მოცულობა
ოქტომბერი,
  2018
მლნ აშშ
დოლარი

  ხვედრითი წილი ფულადი
გზავნილების მთლიან
მოცულობაში,%

  ოქტომბერი, 2017   ოქტომბერი, 2018
სულ       137.2   100.0 100.0
ევროკავშირის
ქვეყნები,
სულ
 49.38  31.55   35.99
მათ შორის:        
იტალია   16.67   10.33

  12.15

საბერძნეთი

  15.34

  10.75   11.18
გერმანია   3.78   2.59   2.75
ესპანეთი   3.44   2.40   2.51
პოლონეთი   2.21   0.33   1.61
საფრანგეთი   1.76   1.19   1.28
გაერთიანებული
სამეფო
  1.47

  1.16

  1.07
კვიპროსი  1.27   0.55   0.93
დანარჩენი ქვეყნები,
სულ
  87.81   68.45   64.01
მათ შორის:      
რუსეთი   39.66   31.93   28.90
აშშ   14.35   9.98   10.46
ისრაელი   11.99   8.95   8.74
თურქეთი   7.52   8.19   5.48
უკრაინა   2.65   1.94   1.93
აზერბაიჯანი   1.86   1.04   1.35
ყირგიზეთი   1.68   0.30   1.22
ყაზახეთი   1.42   0.94   1.04
კანადა   1.14   0.91   0.83

2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.2 მლნ აშშ დოლარი (56.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (46.2 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xlsx

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service