ENGLISH
 

01.11.2018   ბეჭდვა
2019 წლიდან ოქროსფერი 50-თეთრიანების გადაცვლა მხოლოდ ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი

2019 წლის პირველი იანვრიდან, 1995 წლის მიმოქცევის 50 თეთრის ნომინალის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტების გამოცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება შესაძლებელი.

2018 წლის ბოლომდე აღნიშნული მონეტების გამოცვლა შესაძლებელია როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში, ისე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში (მისამართი: საკასო ცენტრი, კახეთის გზატკეცილი 72, თბილისი 0198).

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულმა მონეტებმა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ აქვთ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის, ე.წ. ოქროსფერი 50-თეთრიანი მონეტის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".





უფრო ვრცლად, 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტის გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ -
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3205
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service