ENGLISH
 

15.10.2018   ბეჭდვა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია  ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს  ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟუ შუმინმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საბანკო ზედამხედველობის სფეროში.
 
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service