ENGLISH
 

15.10.2018   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები სექტემბერში

2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით (6.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების  93.0 პროცენტი მოდიოდა.

 

  ფულადი გზავნილების მოცულობა
სექტემბერი, 2018
მლნ აშშ დოლარი
ხვედრითი წილი ფულადი
გზავნილების მთლიან მოცულობაში,%
 სექტემბერი, 2017  სექტემბერი, 2018
სულ
 131.3 100.0
100.0
ევროკავშირის ქვეყნები, სულ 
 46,65 31,16
35,53
მათ შორის:      
იტალია
 16,42
10,48
12,50
საბერძნეთი
 14,17
10,48
10,80
გერმანია
 3,39 2,52
2,58
ესპანეთი
 3,36 2,47
2,56
პოლონეთი
 2,01 0,25
1,53
საფრანგეთი
 1,75
1,00
1,33
გაერთიანებული სამეფო
 1,32
1,25
1,00
კვიპროსი
 1,04
0,49
0,79
დანარჩენი ქვეყნები, სულ
 84,66
68,84
64,47
მათ შორის:
     
რუსეთი
37,70
32,76
28,71
აშშ
14,20
10,12
10,82
ისრაელი
12,50
9,34
9,52
თურქეთი 
7,23 7,66
5,51
უკრაინა
2,28 1,78
1,74
ყირგიზეთი
1,56 0.28
1,19
აზერბაიჯანი
1,56
0.92
1,19
ყაზახეთი
1,46
1,23 1,11

 

 

 

2018 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ აშშ დოლარი (50.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.0 მლნ აშშ დოლარისა (46.8 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xlsx

 

 

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service