ENGLISH
 

12.10.2018   ბეჭდვა
ეროვნულმა ბანკმა შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმა და მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო" - ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რაც მენეჯმენტის მიერ ორგანიზაციის კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელ და საფრთხის შემცველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე დაფიქსირდა ეროვნულ ბანკში არასწორი/დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.

ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება ორგანიზაცცის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რათა ვალდებულებების გასტუმრების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული კრედიტორების ინტერესები.

 

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს ლიკვიდატორის განცხადება

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ორგანიოზაციის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
  • საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია
ლიკვიდატორი: პაატა ტეფნაძე  571 131 124

მისამართი: თბილისი, პეკინის გამზირი ქ.N2 ფართიN15გ

 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service