ENGLISH
 

10.10.2018   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2018 წლის 10 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 68 350 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.190 პროცენტით, მაქსიმალური 7.230 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.217 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service