ENGLISH
 

01.10.2018   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე პროექტს აქვეყნებს

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს პროექტს კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების სავალდებულო აუდიტორული შემოწმებისა და განმარტებით შენიშვნებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე.

პროექტის ძირითადი მიზანია კომერციული ბანკების სავალდებულო აუდიტის პროცესისა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების ხარისხისა და გამჭვირვალობის დონის ამაღლება ევროდირექტივების/ევრორეგულაციებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება კომერციული ბანკებისა და სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმების ვალდებულებები, კომერციული ბანკების აუდიტორული ფირმების შერჩევის მინიმალური მოთხოვნები და  აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში გასამჟღავნებელი ინფორმაციის წესები.

 

ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები

დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: auditdecree@nbg.gov.ge


<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service