ENGLISH
 

24.05.2005   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი SWIFT Net-ის ახალი სერვისის დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს ეროვნული ბანკი 26-28 მაისს უმასპინძლებს SWIFT-ის (საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა) დსთ-ის რეგიონულ მენეჯერს სტივენ პალსტერმანსს, რომელიც ეროვნულ ბანკს SWIFT Net-ის ახალი სერვისის – კლირინგის დანერგვაში დაეხმარება. ს. პალსტერმანსი, ეროვნული ბანკის გარდა, საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, სადაც საქმიანი ურთიერთობების გაღრმავების, საგადამხდელო სისტემების ოპტიმიზაციისა და არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში SWIFT-ის ახალი სერვისების გამოყენების შესახებ ისაუბრებს.საქართველოს საბანკო სექტორი 1997 წლიდან ჩაერთო საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში, რომლის მეშვეობითაც 16 კომერციული ბანკი საერთაშორისო ანგარიშსწორებას ეროვნული ბანკის ცენტრალური სერვერის მეშვეობით ახორციელებდა. 2004 წლიდან ეროვნული ბანკი SWIFT-ის ახალი თაობის – SWIFT Net-ის ქსელით სარგებლობს, რომელზე გადასვლითაც მას ახალი სერვისების გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდა. მათ შორის, კლირინგის სისტემაზე, ფინანსური ანგარიშსწორების ერთ-ერთ ყველაზე იაფ და მოსახერხებელ ინსტრუმენტზე. საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 7500 საფინანსო დაწესებულებაა ჩართული. საქართველოს ეროვნული ბანკი SWIFT-ის სისტემაში 1996 წლიდან გაწევრიანდა. ამჟამად SWIFT-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 19 კომერციული ბანკი, რომელთა მიერ გადარიცხვები ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება. 
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service