ENGLISH
 

16.07.2018   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები ივნისში

2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების  94.2 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

ივნისი, 2018

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ივნისი, 2017

ივნისი, 2018

  სულ  135.1  100.0  100.0
 ევროკავშირის ქვეყნები, სულ  45.4   29.7  33.6
 მათ შორის:      
 იტალია  15.6  10.0  11.5
 საბერძნეთი  13.9  9.9  10.3
 გერმანია  3.6  2.3  2.7
 ესპანეთი  3.5  2.5  2.6
 საფრანგეთი  1.6  1.0  1.2
 პოლონეთი  1.6  0.2  1.2
 გაერთიანებული სამეფო  1.4  1.2 
 1.0
 კვიპროსი   1.0  0.5  0.8
 დანარჩენი ქვეყნები, სულ   89.7  70.3  66.4
 მათ შორის:      
 რუსეთი  39.2  33.5  29.0
 აშშ  14.2  10.4  10.5
 ისრაელი  13.3  8.9  9.8
 თურქეთი  9.7  8.1  7.2
 უკრაინა  2.4  1.9  1.8
 აზერბაიჯანი  1.6  1.1  1.2
 ყაზახეთი  1.5  1.2  1.1
 კანადა  1.2  0.7  0.9
 ერაყი  1.0  0.9  0.8

2018 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.9 მლნ აშშ დოლარი (43.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

  

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xlsx

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service