ENGLISH
 

11.07.2018   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2018 წლის 11 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.320 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.362 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service