ENGLISH
 

25.06.2018   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 239.6 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 22.9 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 150.3 მლნ ლარით (1.5 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.3 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.0 პროცენტით ნაკლები).

2018 წლის მაისის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 192.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 12.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.92 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.29 პროცენტული პუნქტით).

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xlsx
;

https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xlsx

 

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service