ENGLISH
 

06.06.2018   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2018 წლის 6 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 79 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით, მაქსიმალური 7.390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.346 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service