ENGLISH
 

25.05.2018   ბეჭდვა
ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურისა და ინსტრუმენტების დახვეწასა და განვითარებაზე. 2015 წლიდან ეროვნული ბანკი აქვეყნებს და რეგულარულად ანახლებს ლარის შემოსავლიანობის მრუდს. დამატებით ეროვნული ბანკი იწყებს მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასებისა და შემოსავლიანობის მონაცემების გამოქვეყნებას, რომელიც ეფუძნება ლარის შემოსავლიანობის მრუდს.
                                                                              
მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე. ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service