ENGLISH
 

25.04.2018   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 286.6 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.8 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 22.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 247.5 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 39.1 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.0 პროცენტით გაიზარდა). 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.9 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 4.6 პროცენტით მეტი).

2018 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით ანუ 134.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 11.8 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.75 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით). 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება 
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: 
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service