ENGLISH
 

16.04.2018   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები მარტში

2018 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.0 პროცენტით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების  92.0 პროცენტი მოდიოდა.

 

ფულადი გზავნილების მოცულობა

მარტი, 2018

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

მარტი, 2017

მარტი, 2018

სულ  

131.1

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

43.8

29.8

33.4

მათ შორის:

 

 

 

იტალია

15.5

9.9

11.9

საბერძნეთი

13.7

10.3

10.5

გერმანია

3.5

2.3

2.7

ესპანეთი

3.3

2.5

2.5

საფრანგეთი

1.5

1.1

1.1

გაერთიანებული სამეფო

1.3

1.1

1.0

დანარჩენი ქვეყნები, სულ

87.3

70.2

66.6

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

38.1

34.2

29.1

აშშ

13.0

10.5

9.9

ისრაელი

13.0

7.7

9.9

თურქეთი

10.6

8.3

8.1

უკრაინა

2.3

2.0

1.8

აზერბაიჯანი

1.6

1.1

1.2

ყაზახეთი

1.2

1.0

0.9

2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.9 მლნ აშშ დოლარი (51.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.8 მლნ აშშ დოლარისა (41.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

 

 

ინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xlsx


 

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service