ENGLISH
 

12.03.2018   ბეჭდვა
მეწარმე სუბიექტებისათვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადა უკვე ამოიწურა

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 11 მარტს ამოიწურა ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადა იმ მეწარმე სუბიექტებისათვის, რომელთაც დაბრუნებადი ფულადი სახსრები მოზიდული ჰქონდათ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან.

შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით - ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე - ფიზიკური პირებისგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე nonbank@nbg.gov.ge  ან შემდეგ ნომერზე 2 406 406.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service