ENGLISH
 

26.02.2018   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2018 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 845.1 მილიონი ლარით, ანუ 2.4 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირებამ 0.4 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 33.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.3 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service