ENGLISH
 

31.01.2018   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს კობა გვენეტაძემ გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ესაუბრა. ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
 
შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო "გრანდ ვეჯინი"-ში გაიმართა, ადგილობრივი ბიზნესის და რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  
 
ბიზნესმენებთან შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე დაესწრო.
 
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.
 
"მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან პირველწყაროდან ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც ბიზნესს აწუხებს. დღევანდელი შეხვედრაც არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. წარმოდგენილი იყო შეკითხვების ფართო სპექტრი, დაწყებული ბიზნესგარემოდან, დამთავრებული ლარის რესურსებთან ხელმისაწვდომობის, ასევე სტარტაპების დაფინასების საკითხებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს დოლარიზაციის შემცირებას ქვეყანაში და რა პრინციპებით ვსარგებლობთ მაშინ, როცა გვსურს შევამციროთ დოლარიზაცია. საინტერესო იყო, რომ შეხვედრას თავად ბანკების და მიკროსაფინანსოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, დაისვა რამდენიმე შეკითხვა იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა მიღებული.  გამოითქვა მოსაზრება, რომ ბიზნესებმა უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ იმასთან დაკავშირებით, რომ ნახონ რა პროდუქტები და ინსტრუმენტები არსებობს იმისათვის, რომ მათ მოახდინონ საკუთარი პროდუქტების დაზღვევა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service