ENGLISH
 

03.01.2018   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2018 წლის 3 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 77 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით,  მაქსიმალური 7.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.433 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service