ENGLISH
 

28.11.2017   ბეჭდვა
ეროვნულმა ბანკმა სებსტატის განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სებსტატის მე-2 განახლებული სახელმძღვანელო გამოსცა. აღნიშნულის აუცილებლობა სებ-ის სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის ფუნქციონირების 2-წლიანი პერიოდის გამოცდილებამ, ასევე ამ სისტემის შემდგომი განვითარებისა და გაფართოების ამოცანებმა განაპირობა. დღეისათვის ქვეყნის საბანკო სისტემა წარმატებით იყენებს სებსტატს, როგორც ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების წარმოების, ხარისხის კონტროლისა და გავრცელების ბიზნეს-პროცესის ინოვაციურ მოდელს.

სებსტატის პირველი სახელმძღვანელო 2015 წელს გამოიცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ინფორმაციული სისტემა - სებსტატი, მიზნად ისახავს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების ავტომატიზაციას.

სებსტატის განახლებული სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/sebstat/sebstat2.pdf
<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service