ENGLISH
 

16.11.2017   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები ოქტომბერში

2017 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 307.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით (20.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობა ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.


ფულადი გზავნილების მოცულობა

ოქტომბერი, 2017,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

ოქტომბერი, 2016

ოქტომბერი, 2017

სულ  

123.0

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

38.8

31.2

31.5

მათ შორის:

 

 

 

საბერძნეთ

13.2

11.0

10.8

იტალია

12.7

10.0

10.3

გერმანია

3.2

2.5

2.6

ესპანეთი

3.0

2.6

2.4

საფრანგეთი

1.5

1.0

1.2

გაერთიანებული სამეფო

1.4

1.5

1.2

დანარჩენი ქვეყნები, სულ

84.2

68.8

68.5

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

39.3

33.8

31.9

აშშ

12.3

11.3

10.0

ისრაელი

11.0

5.5

9.0

თურქეთი

10.1

8.5

8.2

უკრაინა

2.4

2.0

1.9

აზერბაიჯანი

1.3

1.2

1.0

ყაზახეთი

1.2

1.1

0.9

კანადა

1.1

0.8

0.9

 

2017 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

                                        

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

  
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service