ENGLISH
 

01.11.2017   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2017 წლის 1 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.050 პროცენტით,  მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.122 პროცენტით განისაზღვრა.

<< უკან

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service