ENGLISH
 

25.10.2017   ბეჭდვა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 601.1 მლნ ლარით (3.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 19.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 380.1 მლნ ლარით (4.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 220.9 მლნ ლარით (2.0 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.1 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.9 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 6.2 მლრდ ლარის (1.4 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით ნაკლები).

2017 წლის სექტემბრის განმავლობაში 2.7 პროცენტით ანუ 277.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 10.4 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.42 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.14 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service