ENGLISH
 

25.08.2017   ბეჭდვა
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

2017 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15  - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.3 მლრდ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით) და 30.5 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service