ENGLISH
 

13.10.2016   ბეჭდვა
ფულადი გზავნილები სექტემბერში

2016 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 231.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.1 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.5 პროცენტი მოდიოდა.


 

ფულადი გზავნილების მოცულობა

სექტემბერი, 2016,

მლნ აშშ დოლარი

ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,%

სექტემბერი, 2015

სექტემბერი, 2016

სულ  

100.2

100.0

100.0

ევროკავშირის ქვეყნები, სულ

31.2

29.0

31.1

მათ შორის:

 

 

 

საბერძნეთი

10.8

7.5

10.8

იტალია

10.0

10.2

10.0

გერმანია

2.5

2.8

2.5

ესპანეთი

2.4

2.8

2.4

გაერთიანებული  სამეფო

1.9

1.5

1.9

დანარჩენი ქვეყნები, სულ

69.0

71.0

68.9

მათ შორის:

 

 

 

რუსეთი

34.9

41.5

34.9

აშშ

12.2

9.9

12.2

თურქეთი

7.4

5.8

7.4

ისრაელი

5.8

3.3

5.8

უკრაინა

1.5

1.9

1.5

აზერბაიჯანი

1.1

1.3

1.1


2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მლნ აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.8 მლნ აშშ დოლარისა (33.1 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/moneytransfers/money_transfers_by_countries_geo.xls

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service