ENGLISH
 

01.07.2005   ბეჭდვა
რომან გოცირიძე მხატვარ-დიზაინერებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე 1-ლ ივლისს ფულის ნიშნების მხატვარ-დიზაინერებს შეხვდა.   რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ლარის ახალი ნიშნების დამზადება ევროსტანდარტებისა და „ფულის ერთიანი ოჯახის“ კონცეფციის გათვალისწინებით მოხდება.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მხატვარ-დიზაინერებს  თანამშრომლობისა და ეროვნული ბანკის მიერ ფულის დიზაინის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსებში აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა.   საუბარი შეეხო საიუბილეო მონეტებსაც, რომლის გამოშვებასაც საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს.    რომან გოცირიძემ მხატვარ-დიზაინერებს ინფორმაცია მიაწოდა მაღალი დაცვის პოლიგრაფიული მანქანების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია KBA GIORI-ის წარმომადგენლების ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ კვირაში თბილისში ჩამოსვლის შესახებ და მათ მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობა შესთავაზა.     შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში ფულის ნიშნების დიზაინის სკოლის დაარსება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფულადი ნიმუშების შექმნას უზრუნველყოფს.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service