ENGLISH
 

05.10.2016   ბეჭდვა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

2016 წლის 5 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 375 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.340 პროცენტით, მაქსიმალური 6.88პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.765 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service