ENGLISH
 

21.07.2005   ბეჭდვა
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი თანამშრომელი არ გამოვლინდა

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნარკოლოგიური ტესტირება ჩაუტარა.   ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის N717 აქტის თანახმად, იმუნოქიმიური მეთოდით გამოკვლევის შედეგად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებში ნარკოტიკული საშუალებების (მორფინი, კოდეინი, ჰეროინი, მეთადონი, მცენარე კანაფის აქტიური კომპონენტი ტეტრეჰიდროკანაბინოლი, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი, ფსიქოტროპული ნივთიერებები) მომხმარებელი არ აღმოჩნდა.   ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნიკოლოზ გეგუჩაძის განცხადებით, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, პერიოდულად, ნარკოლოგიური ტესტების ჩაბარება საჭირო პროცედურა გახდება.   საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2003 წლის 16 ივლისიდან ფუნქციონირებს. იგი შეიქმნა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონისა და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ კანონის,  საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის N354 ბრძანებულების საფუძველზე. ამჟამად ფინანსური მონიტორინგის სამსახურში 33 თანამშრომელი ირიცხება. ნარკოლოგიური შემოწმება ყველამ გაიარა.
<< უკან

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service